დღეიდან, ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა

1554828066
ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ და პესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის შედგა შეთანხმება დასახელებასთან დაკავშირებით, რომ შენობის ძირითადი ნაწილი იქნება სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, ხოლო ადმინისტრაციულ ნაწილთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება ის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია ამაზე მუშაობს" - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.