ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ რუსთავლესი თეატრში, ყოფილი მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ამჟამიდელ ხელისუფლებას, მე მინდა ვუთხრა, რომ ბოლო ხანს აი, ეს შედეგები არის მათი მოქმედების  ექო. მე თვითონ გამიხარდა ეს შედეგები. აქ ჩვენი მოსახლეობის ღირსების ხმა გაისმა. აი ისიც, რომ გულგატეხილია ხალხი, არ მოვიდა. ასე არ არის, როგორც ჩათვალეს მმართველ პარტიაში. ამ ხალხმა, აქ ვინც არის და გარეთ, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აღკვეთა მანიაკალური, პატივმოყვარული ხელისუფლების პარპაში საქართველოში და როგორც მაშინ ბატონმა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა ჩვენს მოძრაობას, კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის ივანიშვილს ბრძოლა არ უსწავლებია, ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა. ეს არ იყო ერთი კაცის გარშემო შექმნილი გაერთიანება, ეს იყო მოსახლეობის ხმა, პროტესტი ძალადობის და უმსგავსოების მიმართ, რასაც შემოუერთდა ივანიშვილი, აი ახლა კეთილი ინებოს ამ ხელისუფლებამ და შემოუერთდეს ჩვენს გულისთქმას, როგორც იმ დროს ბატონი ბიძინა შემოუერთდა. კეთილი ინებეთ და საქმე გააკეთეთ. ჩვენში ნუ ეძებთ მხარდამჭერებს, თქვენ უნდა გახდეთ ჩვენი მხარდამჭერი", - განაცხადა დავით მაღრაძე. ცნობისთვის, სახალხო საპროტესტო აქცია 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია 7 ნოემბერს პოლიციის ძალით დაშალა, სადაც ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობა გამაცხადა. საქართველოს საგანგებო მდომარეობა გამოაცხადსა. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაშა ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.