"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის" იურისტი გიორგი ყავლაშვილი "დღის კურიერთან" შუქრუთის მოსახლეობის გაფიცვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობამ კომპენსაციები წინასწარ აიღო და ახლა მათი მოთხოვნები სრულიად არაადეკვატურია.
ამის გარდა იურისტმა პროტესტის 7 თვის განმავლობაში კომპანიისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრა.
"ძალიან მძიმე ვითარებაა. კომპანია ამაზე არ საუბრობს. რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს ზიანი, პირველი ეს არის ის ხელფასები რომელიც გაიცემა დასაქმებულებზე, რომლებიც რეალურად ვერ ახორციელებენ თავიანთ საქმეს, მეორე ეს არის ზიანი რომელიც ადგებათ მაღაროებს, მათი გამაგრება და ვენტილაცია. მარტო ტყუილად გაცემული ხელფასებია ოდენობამ ორი თვის წინანდელი ანგარიშით 5.5 მილიონს შეადგენდა. ამად პლიუს ემატება ის მიუღებელი სარგებელი რომელიც უნდა ჰქონოდა კომპანიას მაღაროების მუშაობის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში კომპანიას 10 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა", - განაცხადა იურისტმა.