ბოლნისის სიონის ტაძრის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

1587125321
ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ადასტურებს.
რწმუნებულის ინფორმაციით, გარდა სასულიერო პირისა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშორმელი და 2 მედპერსონალია კორონა ვირუსით ინფიცირებული.
რეხვიაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი დიდი ხანია კარანტინშია და საღვთო მსახურება მის გარეშე ტარდებოდა.
„მე პერიოდულად გაწვდიდით ინფორმაციას და ინფიცირებულებიდან დღევანდელი სტატისტიკით ხუთი მედპერსონალია, დანარჩენი უმრავლეს შემთხვევაში არიან ოჯახის წევრები. თუმცა არის კიდევ ორი ფაქტი, მათ შორის ერთი – სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა. იქ კარანტინის რეჟიმი დიდ ხანია, გავრცელებულია და სადაც მოღვაწეობს აღნიშნული სასულიერო პირი, მრევლი არ დადის, წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია და ვაფრთხილებ მოსახლოებას კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკაოთ და დავრჩეთ სახლებში" - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 370 შემთხვევაა; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 79; მათ შორის გარდაცვლილი - 3; კარანტინის რეჟიმში - 5035; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3