თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თანამდებობა დატოვა დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ბიძინა გიორგობიანმა ღირსეულად გაართვა თავი დღეს არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა გიორგობიანთან ერთად თანამდებობა სპორტისა, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი არეშიძემაც დატოვა.