" 2009 წელს მომიხდა ციხეში ყოფნა. რომ გითხრათ, მე პირადად ხელით იქ არავინ შემხებია, მაგრამ მივსულვარ იმ მდგომარეობამდე, რომ ბიჭების, აი უვაჟკაცესი ბიჭების ხმები, რაც მე მესმოდა, ღნავილი, კივილი, წივილი ღმერთს ვთხოვდი, რომ მეც გავთიშულიყავი, სადმე დავკარგულიყავი, იმიტომ რომ ამ ხმებს ვერ ვეკარგებოდი ვერსად" - მომღერალი ბექა ჩახაიძე ტვ "იმედთან" ციხეში გატარებულ წლებს იხსენებს.
"მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, ჩემი მეგობარი ირაკლი, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა, 5 დღე და ღამე მორგში, გარდაცვლილ ადამიანზე ჰყავდათ დასკოჩილი. დღემდე მარცხენა ფეხი გაყინული აქვს. 5 დღე და ღამე იყო დასკოჩილი მიცვალებულზე. დამუშავებულ მიცვაებუზე. აღარ მინდა ახლა მოვყვე ის ჰიჩკოკები, ბადრაგმა კარი რომ გააღო, იკითხა, ეს კიდევ ცოცხალიაო?!
ბიჭები ცემით რომ აღარ კვდებოდნენ, მუცლები გამოიფატრეს, იმ დონეზეც მივიდნენ უკვე. ვთქვათ მეძინა და ვიღაცამ დააშავა, ოირველი იწყებდნენ ჩემით ცემას... არ ვიცი, მე ვერ აღვწერ ის რა იყო" - განაცხადა ბექა ჩხაიძემ.