“აიპრესის” მეილზე და ფეისბუქის სასაუბროში არაერთი წერილი მოდის, სადაც ადამიანები მედიკამენტებით დახმარებას ითხოვენ. Covid 19-ის შემდეგ შექმნილი სიტუაციის გამო, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მათი ჯანმრთელობისთვის გადაუდებლად საჭირო მედიკამენტების გარეშე დარჩნენ.
შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდით, არიან თუ არა ამ ადამიანების დახმარებაში ჩართულები მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები. რა სპეციალური დახმარების ან ფასდაკლების პროგრამა შეიმუშავეს მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფებზე ფარმაცევტულმა კომპანიებმა სპეციალურად პანდემიის შემდეგ შექმნილი სიტუაციისთვის და რა ოდენობის თანხა გადარიცხეს მათ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში?!-აღნიშნული კითხვით მიმართა "აიპრესმა" საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას. ფარმაცევტული კომპანია GPC-ს ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წამყვანი ქრონიკული ჯგუფის მედიკამენტები, გლუკომეტრები და ჩხირები თვითღირებულებაში იყიდება, თუმცა ეს პროგრამა არ ამოქმედებულა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს: "რამდენიმე წელია კოვიდის გარეშეც აქვს ჯიპისის სპეციალური კალათა, სადაც ყველა წამყვანი ქრონიკული ჯგუფი შედის და მომხმარებლები ღებულოენ ყველაზე დაბალ ფასად საჭირო არამარტო მედიკამენტს, არამედ დიაბეტიანები გლუკომეტრებს და ჩხირებსაც. ამ კალათის ფარგლებში თითქმის თვითღირებულებაში იყიდება ყველაფერი"-აცხადებენ "ჯიპისიში" ამასთან, როგორც ფარმაცევტულ კომპანია GPC-ში აცხადებენ, GPC "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" წევრია, ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია არის თუ არა რაიმე სახის ფულადი თანხა გადარიცხული STOPCOV.GE-ს ფონდში. " ცალკე ჯიპისი არ ვართ, ჩვენ ვართ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" წევრი, ჯანდაცვის ჯგუფის ფარგლებში არ მაქვს ინფორმაცია. ჯანდაცვის ჯგუფში შედის როგორც ჯიპისი, ევექსი, იმედი L... დიდი სახის დახმარებებს აკეთებს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ჯგუფის სახელით, ამ ეტაპზე რა გადარიცხეს არ მაქვს ინფორმაცია, ალბათ გადარიცხულია. ცალკე ჯიპისი სააფთიაქო ქსელია, ცალკე "გეფას" არ გაუკეთებია გადარიცხვა"-განაცხადეს ჯიპისის სააფთიაქო ქსელში. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელ "ავერსი ფარმას", აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიმე სახის სპეციალური დახმარების პროგრამა, შეღავათი მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფებზე არ აქვთ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარეკვეული სახის მედიკამენტებს და პირველადი მოხმარების საგნებს სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს უსასყიდლოდ გასცემენ. სააფთიაქო ქსელის ინფორმაციით აღნიშნული პროგრამა ადრეც ხორციელდებოდა, ის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობას არ უკავშირდება. ამასთან, როგორც "ავერსში" აცხადებენ, ამ ეტაპზე მათ თანხა stopcov.ge-ს ფონდში არ აქვთ გადარიცხული. stopcov.ge-ს ფონდში არ აქვს  თანხა გადარიცხული  ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელს.  რაც შეეხება სპეციალური დახმარების პროგრამას შეღავათებს მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფებზე, სააფთიაქო ქსელში აცხადებენ რომ ფარმადეპო პირველი იყო, ვინც მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასები შესთავაზა. რაიმე სხვა ფასდაკლება რამდენიმე სახის მედიკამენტებზე, რომელიც საყოველთაო სახის  იქნებოდა, აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე არ ამოქმედებულა. " ფარმადეპოს ლიბერთისთან ერთად აქვს სოციალური პროექტი, რომლის თანახმადაც ყველა პენსიონერს ვისაც აქვს ლიბერთის ბარათი, იმ ბარათის გადახდის შემთხვევაში შეიძინოს მისთვის საჭირო მედიკამენტი, თვითღირებულებით. ამ სოციალური ბარათით მაგაზე დაბალი ფასი ვერსად ვერ იქნება. ეს არის მხოლოდ პენსიონრებისთვის, სოციალური ბარათის მქონე პირებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც ლიბერთის საპენსიო და  სოციალურ ბართზე იღებს პენსიას ან დახმარებას"-აცხადებენ სააფთიაქო ქსელში.