როგორც აიპრესს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე სულ დაკავებულია 36 პირი.
დაკავებულებს შორის არის "პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი
შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.
სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა თავდაპირველად სხდომათა დარბაზის გარეთ დაიწყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რასაც მანდატურის სამსახურთან.
ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.
მოგვიანებით კი, სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გააგრძელეს, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.
ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დარბეულია, ამასთან, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.
პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე პროტესტი მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.