ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურდიდუბიდან შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით.

 

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილისქუჩის  ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ.

 

აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.