ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ქართველმა მოსწავლეებმა მკვეთრად გააუმჯობესეს მაჩვენებლები, რაც ზოგადი განათლების საფეხურზე თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკის განხორციელების და ერთობლივი მუშაობის შედეგია, - განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ფლობდნენ სრულფასოვან ინფორმაციას PISA-ს კვლევაში მონაწილეობის შესახებ.
„სწორედ ამ მიზნით იმართება მსგავსი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრები, რაც ეხმარება განათლების სფეროს წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეებს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების მიგნებების გაცნობასა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.