ახალციხე-ვალეს საბაჟოს მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალეს საბაჟო), ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზასა და ახალქალაქი-კარწახის გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.










