შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე "არა რუსულ კანონს" 66 პირი დააკავა. მათ შორისაა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, მას ეტყობა ფიზიკური დაზიანების კვალი დაზიანებული აქვს სახე, თავში ჩაარტყეს სავარაუდოდ ხელკეტი. მას ესაჭიროება სამედიცინო შემოწმება, რომლის შესაძლებლობაც ცხადია დიღომში, მთავარ სამმართველოს არ აქვს, აუცილებელია მისი გადაყვანა კლინიკაში და შესაბამისი ანალიზების ჩატარება.
ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობას.
სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.გამოძიება ასევე დაწყებულია ზურაბ ჯაფარიძის ცემის ფაქტზე.
ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო