5 ნოემბერს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის პარტნიორია კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია.
ფორუმზე მოწვეული იქნებიან აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებებიდან, როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ფინანსები, დისტრიბუქცია სავაჭრო ობიექტებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და ა.შ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კერძო კომპანიების წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გაესაუბრონ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს და დაინტერესების შემთხვევაში გაუზიარონ პირადი ინფორმაცია. დამსაქმებლები კი კომპანიის არსებულ ვაკანსიებს შესთავაზებენ აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. დასაქმების ფორუმში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი კერძო კომპანიები როგორიცაა: შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; სს „გუდვილი“; Carrefour Georgia; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები. დასაქმების ფორუმის ხანგრძლივობა 3 საათია და 13.00 საათიდან 16.00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 (საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობა).