ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, 2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, "ილიაობის" სახალხო დღესასწაული გაიმართება.

2025 წელს, "ილიაობას" საგურამოს სახლში კახეთის მხარე იქნება წარმოდგენილი თავისი განსაკუთრებული კულტურით.

16:00 საათი - მუზეუმის ამოსასვლელში, განახლებულ სკვერში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები;
• 17:00 საათი - საკონცერტო ნაწილის დასაწყისი ილიას მუზეუმში.

 "ილიაობის" დღესასწაული 2014 წელს აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით ყოველი წლის 2 აგვისტოს, "ილიაობის" მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

 2 აგვისტოს, "ილიაობას" საგურამოს სახლი გელით.დასწრება თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა!!!