მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1819 ცხოველიდან (აჭარაში - 459 ძაღლი; იმერეთში - 715 ძაღლი და 9 კატა; კახეთში - 636 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 1584, ხოლო 235 - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება.
ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
1 791 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);
1 677 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.