სამოქალაქო აქტივისტს, "სირცხვილიას" ერთ-ერთ ლიდერს ზუკა ბერძენიშვილს დღეს თავს დაესხნენ
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, არც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, "შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ." ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერი ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ზუკა ბერძენიშვილის ფოტოს გაავრცელა.
როგორც სალომე ნიკოლეიშვილი განმარტავს, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა შალვა პაპუაშვილის პოსტის შემდეგ ერთ საათში მოხდა: ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს