ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 70 წლამდე ქალი გაუპატიურება სცადეს.
პირველადი ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან ნიღბიანი კაცი შევიდა და მისი გაუპატიურება სცადა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს, ერთი პირი დააკავეს.