მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე მე-18 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ ვალერი ცერცვაძე აირჩიეს.
"დიდ მადლობას მოგახსენებთ გამოცხადებული ნდობისთვის. მე მექნება უფრო აქტიური შეხება ამ საკითხთან და რა თქმა უნდა ყველა ერთად, ყველას მონაწილეობის შედეგად შევძლებთ იმას, რომ საქმეები კიდევ უფრო წინ წავიდეს. ყოველ შემთხვვაში, მე ამის დიდი სურვილი, ამის ამბიცია და გეგმები მაქვს. იმედია, რომ ეს ყველაფერი გამოვა“,-განაცხადა ცერცვაძემ.