უგულავა: საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი შოთაძე ინიშნება

1576910409
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ინიშნება.
ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში, უზენაესის ქვოტით დანიშნულ მოსამართლე მაია კოპალეიშვილს გაუვიდა ვადა. ნიშნავენ მოხსნილ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომელიც ცოტა ხანში თავმჯდომარე გახდება“, - წერს გიგი უგულავა.