თუშეთში, სოფელ  ომალოში  ურთიერთშელაპარაკების შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო, რის შემდეგაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ  მამაკაცებს შორის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა,  შემთხვევის შედეგად  სამი პირი დაიჭრა.

ერთ- ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გართულების  გამო, თბილისში გადაიყვანეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.