შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, ქალი, რომელმაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
"დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.