თბილისში, საბურთალოს რაინში მდებარე "პსპ" აფთიაქის ერთ-ერთ ფილიალს ე.წ. დრელით კაცი შეიჭრა და დააზიანა ნივთები.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, "მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს."