დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია "კანვასთან" დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.

სუსმა "კანვას - საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე  დაიბარეს. თუმცა უწყებაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოში  USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების მიზანი იყო ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადება