ადიგენის ცენტრში კვლავ მოსახლეობაა შეკრებილი. ადგილობრივები მერაბ მიქელაძის სახლში სულეიმანჯების სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან.
ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.
მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის
თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.