აშშ-ის ნიუ-მეხიკოს შტატის სასამართლომ სოციალური ქსელების გიგანტი Meta ბავშვთა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დამატებით 567 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რამაც საერთო საჯარიმო თანხა 942 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
მოსამართლის შეფასებით, კომპანიის ალგორითმები მოზარდებს მიზანმიმართულად აწვდიდა მავნე კონტენტს, რის გამოც პლატფორმა "საზოგადოებრივ საფრთხედ" შეფასდა, საჯარიმო თანხა კი ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ფინანსური სანქციის გარდა, კომპანიას ახალი, მკაცრი შეზღუდვების დაწესება დაევალა, რაც მოიცავს არასრულწლოვანებისთვის მოხმარების დროის დღეში 3 საათამდე შემცირებას, ღამით და სასკოლო საათებში შეტყობინებების გათიშვას, "ლაიქების" დამალვასა და ზრდასრულებისთვის ბავშვების ექაუნთების რეკომენდაციის აკრძალვას.




