რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, XII მიკრორაიონში 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.