ერთერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაზე უარი - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება მოწამვლას, ერთერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაზე უარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო მედიკამენტები, მინისტრმა აღნიშნა: „მედიკამენტების ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს არის ამორალური.

რაც შეეხება საკვებს, უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ესენი არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ვისზე საუბრობს საერთოდ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.