პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სპეცრაზმელი. 

უკვე გაისმა გაფრთხილებები მოქალაქეების მისამართით და ცოტა ხნის წინ, დაიძრა წყლის ჭავლის მანქანა და სპეცმანქანაც. აქციის მონაწილეების ნაწილი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესვრის.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები მანქანებით, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.