მიხეილ კალანდიას აღკვეთის სახის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დაიხურა

1559810333
თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას აღკვეთის სახის შეფარდების სასამართლო სხდომა დაიხურა.
იმის გამო, რომ აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები და მომხდარი ფაქტის დროს საქმეში ბრალდებული იყო არასრულწლოვანი, მოსამართლე ეკა კუკულაშვილმა გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ, რასაც დაეთანხმა ბრალდებული მიხეილ კალანდიაც.
ცნობისთვის, თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12:00 საათზე დაწყო.
შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.