„კანონიერი ქურდის“ „ლავასოღლი ბათუმსკის“ ექსტრადირება მონტენეგრეში მოხდა

1610191596
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბათუმსკი” ბელარუსის რესპუბლიკიდან ჩავიდა უკრაინაში, მინსკიდან – ოდესაში. თუმცა, ის უკრაინამ არ მიიღო. როგორც გაირკვა "ლავასოღლი ბათუმსკის” ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა.
მინდია გორაძის ადვოკატი ლექსო კობაიაძე "აიპრესთან" მონტენეგროში ექსტრადირების ფაქტს ადასტურებს.
„იმის დადასტურება შემიძლია, რომ უკრაინის სახელმწიფოში მისი შესვლა ვერ მოხერხდა. მაგრამ, მონტენეგროში მისი ექსტრადირება პრობლემა არ ყოფილა, რადგან იქ არ არის წითელი ცირკულარით ძებნა.
მონტენეგრომ მიიღო, იქ დარჩება თუ არა, თვითონ გადაწყვეტს. სხვა არანაირიინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ლექსო კობაიძემ "აიპრესთან".
შეგახსენებთ, "ლავასოღლი ბათუმსკის” 2021 წლის 3 დეკემბრის ღამეს 39 წლის მინდია გორაძე, რომელიც ცნობილია ე.წ კანონიერი ქურდის, მეტსახელად “ლავასოღლი ბათუმსკის” სახელით, ბელარუსის რესპუბლიკიდან ჩავიდა უკრაინაში, მინსკიდან – ოდესაში.
მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, რის გამოც მესაზღვრეებმა მისი უკან დაბრუნება სცადეს და ის ოდესა-მინსკის თვითმფრინავში ჩასვეს, თუმცა ლავასოღლიმ მიზანმიმართულად დაიწყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში თვითდაზიანებით იმუქრებოდა.
“ლავასოღლი” იმუქრებოდა, რომ თუ მინსკში გაამგზავრებენ, ის ვენებს გადაიჭრის.
საერთაშორისო ძებნილი ლავასოღლი, რომელსაც საქართველოში ორჯერ – 10 და 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, ბელარუსში თურქეთიდან 2020 წლის ივნისში ჩაფრინდა.