შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მოხდა. მეგობრები სოფლის მიმდებარედ ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთ მათგანს, სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლებ პირს, 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცს , თავის არეში მოხვდა.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.