საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა.
პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს პროკურატურის ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა არაბთა გაერთიანებული საამიროების პროკურატურის წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლებს და მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით წარიმართოს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის ყველა სფეროში მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი და ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.