ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო ტვ "რუსთავი2"