შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარედ, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც ტრაქტორს მოსახვევში შესვლისას მოწყდა.

შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა. მესამე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6- ე ნაწილით მიმდინარეობს.