დღეს, ბლოგერი უჩა აბაშიძის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ბლოგერი მეუღლისგან, მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარის 3 მოწმე, დოსკოპიური ექსპერტები და ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.
საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით:
"დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, რომლებმაც დაადასტურეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. დახურულია სხდომა, შესაბამისად შინაარსობრივ გარემოებებზე ვერ გესაუბრებით. გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა და შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ წარმოადგენს მოწმეებს”.
უჩა აბაშიძის ადვოკატის განმარტებით: დაცვის მხარისთვის ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა დაკითხვის პროცესში. მოწმეთა ჩვენებაში გამოიკვეთა არათანმიმდევრულობა, მათ შორის პროცედურის უცოდინრობა, მათ შორის მოწმეები თავის ჩვენებაში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რომლებიც მათ ჰქონდათ დადასტურებული გამოძიების ეტაპზე".
შეგახსენებთ, 2024 წლის 14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარი იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული,
"