ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, სადაც მან სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
სასამართლოსთან დაკავშირებულ კომენტარს ნიკა გვარამიას რეპლიკა მოჰყვა:ოოო, მნიშვნელოვან საკითხს მივადექით, ახლა გინდა გითხრა მაყურებელმა რა იფიქრა, ამას რომ მოუსმინა? რა ნამუსით ლაპარაკობს ადეიშვილი სასამართლო რეფორმაზე…რა გინდოდა სასამართლოსგან და რა მიიღე? ადეიშვილი: რა თქმა უნდა, შეუძლებელია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ავიღო ამ ყველაფერზე, ვაცნობიერებ რა თქმა უნდა და ყველაზე მეტად ვინ დაისაჯა ამით? ნიკა გვარამია: შენ, რა თქმა უნდა…შენივე ღია მონებმა მიუსაჯეს ზურაბ ადეიშვილს, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე, მურუსიძე ამათი კრეატურაა, შენ ვერ შეგტენი.. რა ფენომენია ჩინჩალაძე, რატომ უნდა ყოფილიყო საერთოდ? ადეიშვილი: მურუსიძის არსებობა პირველად 2012 წელს გავიგე. მოდი ასე ვთქვათ… ნიკა გვარამია: როგორ არ უნდა ვთქვათ, ეს ინსტიტუცია ვერ და არ შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ. ადეიშვილი: შენ ახლა ჩამოხრჩობილის ოჯახში რომ თოკზე ლაპარაკობენ, იმ სიტუაციაში გინდა ახლა მამყოფო…2004-2005 წლებში როგორი სასამართლო იყო?! ნიკა გვარამია: რატომ მოიწყვე შენთვის კომფორტული სასამართლო? ადეიშვილი: პირველი წელი, როცა ამ ხელისუფლებამ ვერ მოტეხა ეს სასამართლო, ისინი იღებდნენ გამამართლებელ განაჩენებს, ხო? გვარამია: ვინ მოაქცია იცი ეს სასამართლო ივანიშვილის გავლენის ქვეშ? შენმა მთავარმა ფენომენებმა, ცერცვაძემ და ჩინჩალაძემ. ეს ხელისუფლება არ მაინტერესებს, ესენი ძალიან ცუდი ტიპები არიან, შენმა ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა ეს? ადეიშვილმა შექმნა გამართული პროკურატურა და უკან მოჩანჩალებდა სასამართლო, არ იყო უკანა ეზო სასამართლო პროკურატურის? თუ კოტე კუბლაშვილის ბრალი იყო?! ადეიშვილი: მეტი ლიდერშიპი სჭირდებოდა სასამართლოს, გეთანხმებით… …