25 წლის გერის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

1544448988
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის გერის, თამარ გამრეკელიძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსნებთ, თბილისიში, თამარ გამრეკელიძე მამინაცვალმა შვილების თანდასწრებით მოკლა.
სახელმწიფო ბრალმდებელის თქმით: "ვეფხია ბაქრაძემ თამარ გამრეკელიძეს მცირეწლოვანი, 3 წლის შვილის თანდასწრებით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რის შედეგად იგი გარდაიცვალა".
შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც 25 წლის ქალი მოკლა, შსს-მ ბრალი დაუმძიმა და გამოძიება სსსკ-ის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.