აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ და სააგენტოს მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს.

ვენახების კადასტრი გულისხმობს დეტალური ინფორმაციის შეგროვებას მევენახეების, ღვინის მწარმოებლებისა და ვენახების შესახებ, რაცუზრუნველყოფს პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.

 

პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებში, სადაც ჯამში აღწერილია 45 312 ჰა  ფართობის ვენახები, წელს კი სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.