წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა დღნორისისა და საჩხეურას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერეს.
აღინიშნა, რომ მდინარე ლაიშაზე არსებული, ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მიმდინარე წლის ივნისის თვეში ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა, მისი რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათას ლარია გამოყოფილი.
დღესვე თვითმმართველობის პირველი პირები ადგილზე გაეცნენ სოფლების: ლეხინდრისთავი საჩხეურას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტს. სამ კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტი მაღალმთიანი სოფლების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 736 ათასი ლარია .