საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.