ბათუმში გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა აქტიურად მიმდინარეობს.
სკვერებში, პარკებში, წრიულებსა და გზაგამყოფებზე სხვადასხვა ფერის 900 000 -მდე ჩითილის დარგვაა დაგეგმილი.
სხვადასხვა სახეობის ჩითილები ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.




