აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.აღსანიშნავია, რომ 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 542 მილიონ ლარს გადააჭარბა.ასევე, სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანობა. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ 2023 წელს მაქსიმალურად იყო ათვისებული როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერების ფარგლებში გათვალისწინებული თანხები და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.