აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. ისინი არიან ნამდვილი მაგალითი გმირობის, პატრიოტიზმის. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის, სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითზე” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულო წევრებმა, საქართველოს და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.