მკვლელობა მოხდა თელავში, 23 წლის ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა დანით მოკლა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან ,,აიპრესი,, დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს