თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.