როგორც ცნობილია, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელავში ანონიმური ზარი შევიდა, რომლის მიხედვითაც სასამართლოების შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობებია დამონტაჟებული.

სასამართლოს შენობიდან პერსონალის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სამართალდამცველები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.