თელავში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. ქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში დეკორაციებით მოირთვება კიდევ რამდენიმე ცენტრალური ლოკაცია. 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოცხადებულია 37 000 ლარის ღირებულების ტენდერი. აღნიშნული თანხა გათვლილია ახალი  განათების აქსესუარების შეძენასა და არსებული დაზიანებული განათების აღდგენაზე.

უწყების ინფორმაციითვე, სამუშაოების დასრულება 20 დეკემბრამდე  იგეგმება. 

,,ქალაქის 
საახალწლო მორთულობისთვის გამოყენებული იქნება არსებული განათება და მთავარი ნაძვის ხე.
ნაძვის ხის ანთება დაგეგმილია 26 დეკემბერს. საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება  საახალწლო ღონისძიებები, კერძოდ, მოეწყობა თოვლის პაპის კუთხე, სადაც ბავშვებს გაუმასპინძლდებიან ბავშვებისთვის ქისითა და ტკბილეულით,  ზღაპრის გმირები და  ანიმატორები იზრუნებენ პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე,  დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.,, - განუცხადეს ,,აიპრესს,, მერიაში. 

რაც შეეხება ახალი წლის კონცერტს, ღონისძიება 30 დეკემბერს გაიმართება. მასში  „ღამის შოუს ბენდი,, მიიღებს მონაწილეობას.