დაბა სურამში, იტრიის დასახლებასთან, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება გარე განათებები, დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები. მოეწყობა დეკორატიული აგურის კედელი, გაკეთდება ფანჩატური, იქნება მწვანე სივრცეები.


„აღნიშნული სამუშაოები, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, სლოგანით „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესი. ტექნიკურ მხარეში, დაგვეხმარა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ , ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რა თქმა უნდა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროექტი საპილოტე რეჟიმში, მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება და სამომავლოდ, ის უფრო მასშტაბური იქნება“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერთან ერთად სამუშაოებს ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მათი განმარტებით, მშვიდობის ქუჩის ბოლოს, ყოფილი საკირის ტერიტორიაზე, სკვერის მოწყობა, გართობისა და დასვენების საშუალებას მისცემს, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, სტუმრებს.