ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 20  წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიამ ახმეტის სამი სოფლის -  მაღრაანის, ფიჩხივანისა და არგოხის მოსახლეობა დააზარალა.

მოგლეჯილია ხეები, დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

სეტყვამ დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებიც -  ართანა, სანიორე, ფშაველი და ნაფარეული, სადაც საკარმიდამო ნაკვეთების უმეტესობა თითქმის სრულად  განადგურებულია.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგბიანებით იქნება ცნობილი.