საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა , პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში, 80 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და ასევე აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, განათებით, ატრაქციებითა და გასართობი სივრცეებით.